ქვეყანა უწიგნოდ
ქვეყანა უწიგნოდ ისე ვერ გაძლებს როგორც თევზი_უწყლოდ. წარმოვიდგინოთ ქვეყანა ჟიულ ვერნის, თომას მაინ რიდის, აგატა კრისტის, შექსპირის, მარკ თვენის და სხვა კლასიკოსების გარეშე… დედამიწა განადგურდებოდა! ადამიანებს დაუქვეითდებოდათ ფანტაზიის უნარი და ვერ “გაფრინდებოდნენ” იქ სადაც კაპიტანი ნემო მოგზაურობდა, სადაც კაპიტან გრანტს ეძებდნენ. ვერ დაინახავდნენ უთავო მხედარს რომელიც წყვდიადში დინჯად “ატარებდა” ცხენს, ვერ იმოგზაურებდნენ ტომ სოიერთად და ჰეკლებერი ფინთან განზის მოსაძებნად…
ჩვენს დროს (XXI საუკუნეში) მოზარდების ტვინში დუელი, ორთაბრძოლა იმართება წიგნებსა და კომპიუტერებს შორის. მოზარდები, 10-15 წლამდე, უპირატესობას კომპიუტერი ფლობს, რადგანაც უფრო რთული აგებულებისა, მაგრამ მარტივი სახმარია. წიგნი უმარტივესი რამაა, რომელიც თავდაუზოგავად ასრულებს თავის საქმეს, რომელსაც ყველაზე მეტის გაკეთება შეუზლია ადამიანისთვის: ის ატირებს, აცინებს, ახარხარებს, რაინდულ გრძნობებს უღვიძებს(რომელიც ეხლა აღარავის შემორჩენია), და მეცხრე ცაზე აფრენს მკითხველს. კომპიუტერს ეს არ შეუზლია! მას შეუძლია დააბრმაოს ადამიანი (პირდაპირი გაგებით! როგორც მე მიქნა!) გააგებინოს ახალი ამბები და გამოუფიტოს გონება ადამიანს.
ჩემში დუელი გაიმართა 11 წლის ასაკში: კომპიუტერმა და წიგნმა 20-20 ნაბიჯი გაიარეს და წიგნმა დამბაჩა დაუშვა, დაუმიზნა და ესროლა… კომპიუტერი პირველივე გასროლაში გამოასალმა სიცოცხლეს, ჩაკლა ჩემს ტვინში და ნაკუწ-ნაკუწ დაფლითა!
წიგნი თავდავიწყებაა, რომელიც დაგავიწყებს ყველა დარდს… მოგწყვეტს დედამიწიდან… როგორც რევაზ ინანიშვილის “წიგნში” მთავარი პერსონაჟი გაართო და დაავიწყა, რომ მას უნდა მოეკლა კაცი და იმ ინტერესით თუ რას კითხულობდა მსხვერპლი ხელიდან გაუშვა!
No comments:
Post a Comment